მშობლების პროტესტი

აქცია გამართეს 87-ე საჯარო სკოლის წინ  მოსწავლეების მშობლებმა.

სკოლის ადმინისტრაციისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან მშობლები სკოლის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვენ. სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეს მენინგოკოცემია დაუდგინდა. მშობლები ამბობენ, რომ  ამის შემდეგ შენობა სათანადოდ არ დამუშავებულა. ისან-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის განცხადებით,  მოსწავლის ინფიცირების შემდეგ, სკოლამ ეპიდემიოლოგიური სამსახური გამოიძახა და მოხდა სკოლის შენობის დამუშავება, რასაც ადასტურებს თბილისის გადამდებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის  დირექტორი. ასევე მოხდა მოსწავლესთან კონტაქტში მყოფი ბავშვების იდენტიფიკაცია და მონიტორინგი. ფაქტს დაავადებათა კონტორლის ცენტრშიც ეხმაურებიან.  ექიმების შეფასებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სშუალო სიმძიმის იყო, ამ ეტაპზე კი უკვე დამაკმაყოფილებელია.