ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე

მზადება ხვალინდელი მსვლელობისთვის – ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე თბილისსა და რეგიონებში მსვლელობებით აღინიშნება.

დედაქალაქში შეკრების ადგილი ცენტრალური გამზირია. დაგეგმილია პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში, რის შემდეგაც მრევლი და სასულიერო პირები სამების საპატრიარქო ტაძრისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობები მოეწყობა მცხეთაში, ასევე სხვა ქალაქებში. ხვალინდელი დღე უქმედ არის გამოცხადებული.