აშენდება თუ არა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“. კომპანიამ, მშენებლობის დასაწყებად, ადგილზე დილიდან ტექნიკა მიიყვანა. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა პროცესი შეაჩერეს.
კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათ უზენაესი სასამართლოს განჩინება აქვთ, რომელიც მშენებლობის ნებართვას ძალაში ტოვებს. საპირისპიროს აცხადებენ თბილისის მერიაში. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს მხარეებს შორის.
თეონა ბარბაქაძე დეტალებით.