წყნეთის ტყე-პარკში, აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერი და კალათბურთის მოედანია განთავსებული, კერძო მესაკუთრეს საცხოვრებელი სახლის აშენება უნდა.
ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მათ დღეს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, რადგან თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია.
ტერიტორია 2006 წელს გასხვისდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მესაკუთრე არ დაზარალდება, მასთან ტერიტორიის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება იგეგმება. ნაკვეთის მესაკუთრე დღეს ადგილზე არ გამოჩენილა.