მოსახლეობისა და გეოლოგების მოთხოვნის მიუხედავად, მდინარე ვარაზისხევის აუზში, ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მაინც გრძელდება.
სპეციალისტების მტკიცებით, ადგილი მეწყერსაშიშია და შესაძლოა, რისკები გაამწვავოს, ამიტომ კომპანიამ ადგილობრივების უსაფრთხოებისთვის მთის ფერდობთან დამცავი კედელი უნდა ააშენოს.