ერთ მაგიდასთან და ერთ თემაზე სასაუბროდ შეკრებილი ოპოზიციური სპექტრი – ხელისუფლების ოპონენტმა პოლიტიკურმა ძალებმა ბიზნეს-ასოციაციებს და დიპლომატებს დღეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა და სტრატეგია გააცნეს.
მიდგომები და ინიციატივები განსხვავებულია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საგადასახადო რეფორმაზე, საინვესტიციო პოტენციალის უკეთ ათვისებაზე და ადგილობრივი წარმოების გაფართოებაზე. დისკუსიის თემა იყო სავალუტო ბაზარზე არსებული რყევები და „კოვიდ-19“-ის პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისი.