ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა ორკვირიანი გასტროლები დაასრულა. დასკვნითი სპექტაკლი თეატრის დასმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში წარადგინა. ორი კვირის განმავლობაში, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი სოფლის კულტურის სახლის სცენაზე, სრულიად უფასოდ ენახათ სპექტაკლები. თეატრმა სპონსორების ხელშეწყობით ლაგოდეხის სოფლებში 25-მდე სპექტაკლი გამართა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.