„ფრთხილად, ადამსები“ - პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

მოზარდმაყურებელთა თეატრში მუსიკალური კომედიის პრემიერისთვის ემზადებიან.

„ფრთხილად, ადამსები“ – ამერიკელი სცენარისტების ცნობილი პიესა ქართული თეატრის სცენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი. რეჟისორი ლევან გვაზავაა, რომელმაც ცნობილ ამერიკულ ვერსიაში არაერთი ინტერპრეტაცია შეიტანა და ახალი პერსონაჟებიც შექმნა.

ბროდვეის შემდეგ ქართველი მაყურებელი მიუზიკლის სრულიად განსხვავებულ ვერსიას იხილავს. რეჟისორი სპექტაკლზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ორსაათიანი წარმოდგენა ნებისმიერი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.