ბენეფისი მოზარდმაყურებელთა თეატრში

მოზარდმაყურებელთა თეატრში მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „ჟიკჟიკობა ღამე“ წარმოადგინეს, რომელიც მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა. წარმოდგენა ომის შემდეგ იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ასევე მოგვითხრობს ომში უსაფლავოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის – ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზე. მსახიობების ბენეფისისთვის საიუბილეო ალბომები გამოიცა.