საახალწლო ღონისძიებები თბილისში

როგორი იქნება საახალწლო პროგრამა პატარებისთვის.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა თეატრი ბავშვებს ტრადიციულ საშობაო სპექტაკლებს  სთავაზობს. რუსთაველის თეატრში პრემიერაა. წარმოდგენა ძველ თბილისზე რეჟისორმა რობერტ სტურუამ და ნიკოლოზ შველიძემ დადგეს. საპრემიერო სამზადისია მოზარდმაყურებელთა თეატრშიც, სადაც ურჩხულისა და მზეთუნახავის მუსიკალური თავგადასავალი გათამაშდება. საცირკო წარმოგენები კი თბილისის ცირკში დღეიდან იწყება.