ახალგაზრდა გამომგონებლების მიერ შექმნილი უნიკალური პროექტები.
ახალი გამარჯვებულები ჰყავს ლეონარდო და ვინჩის კონკურსს, რომლის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ინოვაციებისადმი მათი დაინტერესებაა. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული 12 პროექტი თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორისაა ტელესკოპი, წამლები, კომპიუტერული სისტემები. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.
ახალგაზრდა გამომგონებლების და მკვლევარების ნამუშევრები მარიამ აფციაურმა დაათვალიერა.