მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სასახლის B ბლოკის რესტავრაცია. შენობაში მოეწყო გათბობის სისტემა, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, მოეწყო სანიტარიული კვანძები, სახანძრო სისტემა, შეიცვალა კომუნიკაციები, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა სასახლის დამხმარე, სასაწყობო ფართები; განხორციელდა შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, პირვანდელი სახით აღდგა შენობის ფასადი; შენობის ბალუსტრადების ძირითად ნაწილს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები; პირვანდელი სახით აღდგა შენობის კარ-ფანჯრები. შენობის ფასადზე მოეწყო დეკორატიული განათებები, კეთილმოეწყო სასახლის შესასვლელი და ტროტუარი. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.