მოსმენა პარლამენტში - მწვავე კითხვები მინისტრობის კანდიდატების მისამართით

კამათის ფონზე ჩაიარა მინისტრობის სხვა კანდიდატების მოსმენამაც.

თეა წულუკიანის გამოსვლის დროს თაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს. განსაკუთრებით ხმაურიანი სწორედ კულტურის მინისტრობის კანდიდატის მოსმენა აღმოჩნდა. მწვავე კითხვები ძირითადად გელათში მიმდინარე რესტავრაცია-კონსერვაციას ეხებოდა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს კი რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე და თანამშრომლების მომავალზე ჰკითხეს. ხარისხზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა და მოქალაქისთვის სამკურნალო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება, რეფორმა ფარმაცევტულ ბაზარზე, ხელფასების ზრდა, ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ექიმებისთვის – ეს იყო ზურა აზარაშვილის გამოსვლის მთავარი მიმართულებები. პედაგოგების ანაზღაურების მატებაზე და საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრობის კანდიდატმა.

გამოსვლების შემდეგ მინისტრობის კანდიდატები ახლა კითხვებზე პასუხების გაცემის რეჟიმში არიან, – მანანა დევაძე დეტალებით.