ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განმარტებით, მოსკოვი უკმაყოფილოა, რომ ჟენევა ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების მონაწილეთათვის თანაბარ პირობებს და ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებს სათანადოდ. არძინბას თქმით, ასევე „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერასთან“ დაკავშირებით.