ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადება

12:09, 07.11.2019

საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხმაურებიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.ოფიციალური განცხადებით, ისინი მოუწოდებენ  დე ფაქტო რეჟიმს, ყველა გადასასვლელი პუნქტი დაუყოვნებლივ გახსნან. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი აქტიურად ჩართული არიან ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში.

თანათავმჯდომარეების განცხადებით, უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებული საერთო შეშფოთების მიუხედავად, პრობლემის მოსაგვარებლად მიმართული ნაბიჯები უნდა იყოს პროპორციული და ყოველთვის ითვალისწინებდეს ჰუმანიტარულ ასპექტებს.

მსგავსი