ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ყველა მონაწილემ დასწრება ვერ შეძლო.

თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩატარება 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. მოლაპარაკებების გამართვამდე, თანათავმჯდომარეები დისკუსიების ყველა მონაწილესთან ვირტუალურ და პირად კონსულტაციებს გეგმავენ.