ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი 

რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკების 52-ე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ოფიციალურმა თბილისმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლება ამჯერად შვეიცარიიდან მოითხოვა. პანდემიის ფონზე აფხაზეთსა და ცხინვალში უკიდურესად გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება და ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელები შეხვედრაზე ქართული დელეგაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ეს არის პირველი შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ. ამიტომ, დღევანდელ რაუნდზე თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ სწორედ

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს მიერ რუსეთისთვის მოგებულ 12-წლიან დავაზე ისაუბრა, რომელიც დეოკუპაციის გზაზე და მოსკოვის მიერ დღემდე იგნორირებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესასრულებლად ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს.

ჟენევაში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს.