კახეთის მოსახლეობის ნაწილს, შესაძლოა, ქერის მოსავალი გაუნადგურდეს.
დედოფლისწყაროს რაიონის მცხოვრებლები კომბაინების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ და შიშობენ, რომ ამ მიზეზით, შესაძლოა, მოსავლის აღება ვერც მოასწრონ.
ფერმერების ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შპს-ს ტექნიკის არათანაბრად გადანაწილებაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.