ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე მსჯელობენ, რომელთაგან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს. დღესვე აირჩევენ საბჭოს უმაღლეს მდივანსაც, ნიკოლოზ მარსაგიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურება. მსჯელობის თემაა სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც.
სალომე ქოქიაშვილი მოსამართლეთა კონფერენციის დეტალებით პირდაპირ ეთერში.