მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ინტერვიუზე უკვე მოუსმინეს საბჭოს მოქმედ მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს, ნინო სანდოძეს. შეკითხვები ძირითადად აპლიკანტების კომპეტენციას, გამოცდილებასა და მოტივაციას შეეხებოდა. დარჩენილია 16 კანდიდატი, რომელთა მოსმენაც მომდევნო კვირიდან განახლდება.

გასაუბრების პროცესს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან.

საბჭო სულ მოსამართლეობის 50 მსურველს უნდა გაესაუბროს, რის შემდეგაც, ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატს შეარჩევს და განხილვისათვის პარლამენტს გადაუგზავნის.