მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატების შეკითხვებს გოჩა აბუსერიძემ უკვე უპასუხა. დაახლოებით ერთ საათში გასაუბრება დაიწყება გიორგი გოგიაშვილთან. სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან სახალხო დამცველი და ოპოზიციის ნაწილი.

მოამბე