მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. საღამოს საათებში ნავარაუდევია ყინვა, როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. ხვალ კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 9 იანვრიდან სინოპტიკოსები კვლავ არამდგრად ამინდს ელოდებიან.