ამინდის პროგნოზი საქართველოში

გამოდარებას ქვეყნის მასშტაბით სინოპტიკოსები ხვალიდან ელოდებიან. სპეციალისტების პროგნოზით, ნალექი დღეს, დღის მეორე ნახევრიდან შემცირდება. 15 მაისიდან კი მთელ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და, შესაძლოა, 19 მაისისთვის ჰაერი 30 გრადუსამდე გათბეს.