მოსახლეობის ნაწილი ატენის ქუჩაზე მშენებლობას აპროტესტებს

გაგრძელდება თუ არა ატენის ქუჩაზე მშენებლობა. დედაქალაქის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი ატენის ქუჩაზე მშენებლობას აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს.

პარალელურად, პროტესტის მონაწილეებს პრობლემის მოსაგვარებლად მერიის წარმომადგენლები ხვდებიან.

შეხვედრა დახურულია.