16 წლის მოზარდი დააკავეს სოფელ კირბალში ოკუპანტებმა. არასრულწლოვანი თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. გავრცელებული ინფორმაციით, პირებმა, რომელებიც მოზარდთან ერთად იყვნენ, გაქცევა მოახერხეს. 16 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი კი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. მომხდარს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად.
ნინო ფისაძე მომხდარის დეტალებზე.