პარლამენტთან შეკრებილმა შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა სახელმწიფოს ინიციატივით გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მედიატორი, დეპუტატი რატი იონათამიშვილი და კომპანიის წარმომადგენელი თემურ ხონელია დღეს აქციის ორგანიზატორებს შეხვდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მედიატორის მონაწილეობით, მორიგი სამმხრივი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, აქციის მონაწილეები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ. საჭიროების შემთხვევაში ისინი რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.