როგორ და რა პირობებით უნდა შეთანხმდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ – უკვე მესამედ ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ.
სომხეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე აუდიენციამ მედიატორის თანდასწრებით ჩაიარა. შუამავლის როლი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აქვს. განხილვის თემა სახელმწიფოებს შორის საზღვრების დემარკაცია, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღდგეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა. ევროკავშირში გამართულმა შეხვედრებმა გარკვეულ საკითხებზე პოზიტიური მოლოდინები გააჩინა, თუმცა ყარაბაღის მომავალი სტატუსი კვლავ გაურკვეველი რჩება.