“ბორჯომის გმირი 2018”-ის ჯილდო “მოამბის” გუნდს გადაეცა. ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, “ბორჯომის გმირი 2018” დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც, 2017 წელს აგვისტოს, ხეობაში ტყის მასივში ხანძრის ეპიცენტრსა და ლოკალიზაციის დროს მომუშავე ადამიანები, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს. მათ შორის “მოამბის” გუნდს “ბორჯომის გმირი 2018”-ს ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოებამდე ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო. ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის ,,ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით ,,ბორჯომი ბუნების გულშემატკივარი” 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7500 ხის დარგვა მოხერხდა.