,,მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი იმ განაჩენის შინაარსი, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის ვერსია თავდაყირა დააყენა.
100-გვერდიან სამოტივაციო ნაწილში, დეტალურადაა განმარტებული, რა გარემოებებზე დაყრდნობით შეუცვალა მოსამართლე ეკა არეშიძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ-ს მუხლი და მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში სცნო დამნაშავედ. განაჩენის მიხედვით, 12 ჭრილობიდან სარალიძის სიკვდილის მიზეზი მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში მიყენებული ჭრილობა გახდა, თუმცა გ.ჯ-ს მიერ ამ სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტი სასამართლოში ვერ დადასტურდა. რაც შეეხება კიდევ ერთ მოკლულ არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილს, ბრალდებულ გ.ბ-ს მიერ დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტს მოსამართლე რამდენიმე მოწმის ჩვენებით ამყარებს, მათ შორის იმ მოწმეებით, რომლებმაც დაინახეს, როგორ მოიქნია არასრულწლოვანმა ნაცრისფერი დანა მსხვერპლის მისამართით, შემდეგ კი ცივი იარაღი იქვე მდგარ ონკანთან გარეცხა.
რა გაიზიარა და რა არ გაითვალისწინა მოსამართლემ განაჩენში, რომელსაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.