ზაზა სარალიძის გამოკითხვა

თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზაზა სარალიძის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა აცხადებს, რომ უწყების თანამშრომლებს, მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის საქმეში არსებულ იმ საეჭვო გარემოებებზე რომელიც შემთხვევის ადგილზე ნივთმტკიცებულებებით განადგურებას და მოწმეების დაკითხვას ეხება. ასევე სარალიძე ითხოვს პასუხს რა რეაგირებას მოახდენს პროკურატურა ორი თვის წინ გაგზავნილ მოთხოვნაზე რომელიც ბორის კაკუბავას გამოკითხვას ეხება. არ არის გამორიცხული დამატებითი კითხვების შემთხვევაში უწყებაში სარალიძესთან შეხვედრა კიდევ – მესამედაც შედგეს.