ზაზა სარალიძის გამოკითხვა შსს-ში

ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ხელახალი გამოძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციას გააცნობენ. ამასთან, სარალიძის თქმით, საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით,  კიდევ ერთხელ დასვამს კითხვებს,  მათ შორის მოწმეების დაკითხვასა და ნივთმტკიცებულებებზე.  უწყებაში შესვლამდე,  ზაზა სარალიძე   პრემიერის გადადგომას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მთავრობის დათხოვნა მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს.  მისი განცხადებით, ის ახალ პრემიერთან შეხვედრას დანიშვნისთანავე   გეგმავს. როგორც სარალიძემ განმარტა,  ის თავდაპირველად კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა მასთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა.