პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მომავალ კვირას ზაზა სარალიძესა და დავით დადუნაშვილს მოუსმენენ
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მომავალ კვირას ზაზა სარალიძესა და დავით დადუნაშვილს მოუსმენენ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირას დაზარალებულ ოჯახებს სარალიძესა და დადუნაშვილს მოუსმენს.

როგორც პირველ არხს კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, კომისიას შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოდან მასალები დროულად გადაეგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანია, საქმეზე გონივრულ დროში ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მზაობა ჩანს, რომ კომისიის საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას და ოპერატიულად იმუშაოს.

„ამას ისიც უზრუნველყოფს, რომ მასალები ოპერატიულად გადმოგვეცა. მომავალ კვირას კომისიის სხდომებს ვგეგმავთ. მესამე სხდომაზე მოწვეული არიან დაზარალებული ოჯახები სარალიძე, დადუნაშვილი და მათი ადვოკატები. პირველად დაზარალებულ ოჯახებს მოვუსმენთ და მათთან გასაუბრება გვექნება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.