ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხეს
ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა. მისი თქმით, გამოძიებას მის ხელთ არსებული დეტალების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შსს-ს გამოძიება პროკურატურის ხაზს მიყვება.

„შსს-ში პასუხებს ჯერ ვერაფერზე მცემენ, რადგანაც ეს არის დაკითხვის პროცესი. ელემენტარული, სასამართლო ჩვენებებიც არ არის გადმოგზავნილი ჯერ ამათთან და რაზე უნდა იმსჯელონ, ისიც არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ აქვთ წინასაგამოძიებო ჩვენებები. ​ჯერჯერობით ფაქტია, რომ პროკურატურის ხაზს მიყვებიან, მაგრამ მინდა აღვნიშნო, ყველაზე მეტი უბედურება ის არის, ესენი რა დასკვნასაც დადებენ, მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს, ვეღარ ვხვდები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.