საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა კიდევ უფრო მწვავდება.
მძიმე შეურაცხყოფა, უსიამოვნო შემთხვევა და გადაცდომა, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძის განცხადებები გუნდის დატოვების შესახებ და თანაპარტიელი რელიგიური თემით სპეკულირებაშიც დაადანაშაულა.
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია, დღეს კრიტიკული კომენტარების ადრესატი გახდა. გედევან ფოფხაძე კი თანაგუნდელების ბრალდებებზე განმარტებებს ელოდება და პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხება, უმრავლესობამ მისთვის მოულოდნელად შეცვალა.
გახდება თუ არა განსხვავებული პოზიციები მმართველ გუნდში განხეთქილების საბაბი და დატოვებენ თუ არა უმრავლესობას სხვა დეპუტატები. ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მხრიდან მწვავე შეფასებები დღეს მხოლოდ ფოფხაძის მისამართით არ ისმოდა.