უთანხმოება საპარლამენტო უმრავლესობაში

გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან წავიდა.

დეპუტატის პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას უკავშირდება. ოპოზიციის კვოტით წარდგენილ და ერთხელ უკვე ჩაგდებულ კანდიდატს დღეს მხარდამჭერები „ქართული ოცნებიდანაც“ ჰყავდა, რის გამოც კენჭისყრის შემდეგ მმართველი პარტიის წევრებს ახსნა-განმარტებების გაკეთება დასჭირდათ. უკვე ყოფილი თანაგუნდელები ფოფხაძის გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებენ, თუმცა ოპონენტთა კანდიდატურის მიმართ ნეგატიურ განწყობებს არც თავად მალავენ.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, გაგრძელდება თუ არა უმრავლესობის რღვევის პროცესი იმ შიდა უთანხმოების გამო, რომელზეც დეპუტატები უკვე საჯაროდ ალაპარაკდნენ.