გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის დაანონსების შემდეგ, გედევან ფოფხაძე დუმს. მის გამოჩენას დღეს ჟურნალისტებთან ერთად თანაგუნდელებიც ელოდნენ, მაგრამ დეპუტატი პარლამენტში არ მისულა.

„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციებს გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ ფოფხაძეს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრთა ნაწილს მედიასთან დღესაც უწევდა განმარტებების კეთება თემაზე, თუ რამდენად მწვავეა უმრავლესობის შიგნით არსებული უთანხმოება.