პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ იხსნება საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული უთანხმოებაც.
დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ოპოზიციის კვოტოთ წარდგენილი ნინია კაკაბაძის არჩევით დაიწყო, პარლამენტის კედლებს სცდება. ამ თემაზე მედიასთან განმარტებებს უკვე პრემიერ-მინისტრი აკეთებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ლიდერები უმრავლესობის დაშლას გამორიცხავენ, თუმცა, შეფასებების დროს ირაკლი კობახიძე ახსენებს საკუთარ გუნდს და უმრავლესობის რამდენიმე წევრს პარტიული დისციპლინის დარღვევაში ადანაშაულებს.
სიტუაციის გასარკვევად მმართველ გუნდს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი შეხვედრა მოუწევს.