უთანხმოება მმართველ გუნდში

უმრავლესობაში უთანხმოების მოგვარებაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში პროცესები იერარქიის შესაბამისად უნდა წარიმართოს. მისივე განმარტებით, მაისის ბოლოს დაგეგმილ ყრილობაზე პოლიტსაბჭო განახლდება.

მმართველ გუნდში არსებულ სიტუაციას ბუნებრივ პროცესებს უკავშირებენ დეპუტატები. მათი განცხადებით, 116-კაციან კოლექტივში აზრთა სხვადასხვაობა უცნაური არ არის. თუმცა, ამასთან, ამბობენ, რომ კორექტულობა ყველამ უნდა შეინარჩუნოს.