მამუკა ბახტაძე - ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმაზე ვმუშაობთ და ბუნებრივია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა
მამუკა ბახტაძე - ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმაზე ვმუშაობთ და ბუნებრივია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების არსებობაზე საუბარი ძალიან გაზვიადებულია.

მისი თქმით, ბუნებრივია, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

„მე ვფიქრობ, ეს საუბრები არის ძალიან გაზვიადებული. სამწუხარო სტერეოტიპი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსიამ ან აზრთა სხვადასხვაობამ, ავტომატურად გამოიწვიოს ან ნიშნავდეს რაღაც მკვეთრ დაპირისპირებას. გარწმუნებთ, ეს ნამდვილად არ არის ასე.

ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმაზე ვმუშაობთ და ბუნებრივია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. შემდეგ ამ ყველაფრის შეჯერება ხდება და გადაწყვეტილება ისე მიიღება“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, დაძაბულობასა და დაპირისპირებაზე საუბარი რეალობას არ შეესაბამება.

დატოვე კომენტარი