შოთა შალელაშვილი - ირაკლი კობახიძემ ცოტა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა გარკვეული წრე, რომლის იქით ვერაფერს ხედავს
შოთა შალელაშვილი - ირაკლი კობახიძემ ცოტა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა გარკვეული წრე, რომლის იქით ვერაფერს ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა გარკვეული წრე, რომელიც ჰყავს და მათ იქით ვერაფერს ხედავს.

პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 116-კაციან კოლექტივში აზრთა სხვადასხვაობა იქნება და ეს ბუნებრივია.

„პარლამენტის თავმჯდომარე ერუდირებული და გაწონასწორებული ადამიანია, მაგრამ რაღაც-რაღაცები შესაცვლელი მასაც აქვს. იგივე, ურთიერთობა დეპუტატებთან. ცოტა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა გარკვეული წრე, რომელიც ჰყავს და იმათ იქით ვერაფერს ვერ ხედავს. არ შემიძლია, ეს ადამიანები სახელობრივ დავასახელო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტის თავმჯდომარე ამ რჩევას მიიღებს. მდინარაძე-თალაკვაძეს „პარადის“ წაყვანა თანამდებობრივად ეკუთვნით, რადგან ხელმძღვანელობენ და კარგად ხელმძღვანელობენ თუ ცუდად, უნდა ვიცოდეთ, რას ხელმძღვანელობენ“, – განაცხადა შალელაშვილმა.