გორში დაჭრილი კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
საქმეზე უკვე დაკავებულია 20 წლის ახალგაზრდა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარიშსწორების მიზნით, 31 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა ზურგის არეში. დაკავებულს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.