ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც საქართველოში მომხდარი გატაცებების არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მოკლულია. შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მას პოლიციისთვის ცეცხლის გახსნისთვის 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველო 2013 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც ციხიდან 7-წლიანი პატიმრობის მერე ამნისტიით გათავისუფლდა. ჭიაჭიაშვილი სასჯელს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ტერორიზმისთვის იხდიდა.
არაერთი გახმაურებული გატაცების საქმის ფიგურანტის გვარი, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ბოლო წლების კიდევ რამდენიმე სხვა საქმეს დაუკავშირეს.