ზესტაფონში ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

შსს-მ ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი, ზესტაფონში, ერთ-ერთ მეწარმეს, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით,  ე.წ. კანონიერი ქურდების სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, „ტტ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.