შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის საქმე

კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ ჟურნალისტებს ჩანაწერი გააცნო, რომელშიც ყიფიანი ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმესთან დაკავშირებით მისი სახელის ხსენების შესახებ კომენტარს აკეთებს.

ვატო ყიფიანი ჩანაწერში აღნიშნავს, რომ უნდა, მისი პოზიცია გასაჯაროვდეს და სინამდვილეში ის საქმესთან არაფერ შუაშია. ვატო ყიფიანი ამბობს, რომ მზად არის სიმართლის დასადგენად საქართველოში ჩამოვიდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმე  გახსნა. დაკავებულია რამდენიმე პირი.