დაკავება გამოძალვის ბრალდებით

პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.