მკვლელობა მოხდა თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი. მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. გავრცელებული ცნობით, არიან დაჭრილებიც. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
გიორგი კობერიძე არკვევს დეტალებს.