მესტიის რაიონში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიების ინფორმაციით, სოფელ მულახში მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, პოლიციელს ორი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სავარუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. ახალგაზრდები მეგობრები იყვნენ და წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ. მომხდარს ოთხი მოწმე ყავს, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გამოკითხეს