მკვლელობა ქობულეთში – პოლიციის განყოფილების უფროსს ცივი იარაღით სასაიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობა გვიან ღამით მოხდა.