მკვლელობა ქობულეთში

მკვლელობა ქობულეთში – პოლიციის განყოფილების უფროსს ცივი იარაღით სასაიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ბრალდებით  ერთი პირი დააკავა. როგორც პირველ არხს შსს-​ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-​ის 108-​ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობა გვიან ღამით მოხდა.