მკვლელობა მარნეულში. 23 წლის მამაკაცს მეზობელმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. მეზობლების თქმით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რამ გამოიწვია კონფლიქტი, მათთვის უცნობია. მოკლულის ოჯახის წევრები ეჭვმიტანილის სახლის გადაწვას აპირებდნენ. ტერიტორიაზე ამ დრომდე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოამბე